სიახლე - ადვოკატი / იურისტი - iuristi.com

ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

საჯარო გადაწყვეტილება №143

2026 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 46​​1 მუხლის შესაბამისად და საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, მიღებულ იქნეს შემდეგი შინაარსის საჯარო გადაწყვეტილება „ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე“.

1. საჯარო გადაწყვეტილების რეგულირების სფერო

საჯარო გადაწყვეტილება განმარტავს:

ა) ცალკეულ შემთხვევებში, ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავლის დაბეგვრის საკითხებს;

ბ) უძრავი ქონების, საცხოვრებელ ბინად/სახლად მიჩნევისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს;

გ) აქტივის, საკუთრებაში ფლობის 2 წლიანი ვადის და მიწოდების მომენტის განსაზღვრის წესს;

დ) აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავლის განსაზღვრის წესს.

2. საჯარო გადაწყვეტილების დასაბუთება და სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი, ხოლო ამავე ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად – 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა შემთხვევისა, როდესაც აქტივი მიწოდებამდე გამოყენებული იყო ეკონომიკურ საქმიანობაში.

ამავე ქვეპუნქტის შენიშვნის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ განიხილება ფასიანი ქაღალდის/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდის/პროცენტის მიღების მიზნით. აქტივის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება მხედველობაში არ მიიღება, თუ მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დასრულების მომენტიდან მის მიწოდებამდე გასულია 2 წელი.

ნამეტი შემოსავალი აღნიშნული ოპერაციების შემთხვევაში განისაზღვრება აქტივის მიწოდების ფასსა და მისი შეძენის ფასს შორის სხვაობით. შეძენის ფასში გაითვალისწინება აქტივის შეძენასთან, შექმნასთან, დასრულებასთან ან გაუმჯობესებასთან უშუალოდ დაკავშირებული და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, რომლებიც ზრდის აქტივის ღირებულებას. აქტივის უსასყიდლოდ მიღების შემთხვევაში, მისი შეძენის ფასად მიიჩნევა აქტივის საბაზრო ღირებულება მისი მიღების მომენტში.

საგადასახადო შეღავათის გამოყენების მიზნისთვის, აქტივის საკუთრებაში ფლობის ვადის ათვლის წესს განსაზღვრავს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან.

აქტივის მიწოდების მომენტად მიიჩნევა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, რომლის საფუძველზეც მარეგისტრირებელ ორგანოში ხორციელდება საკუთრების უფლების სხვა პირისთვის გადაცემის რეგისტრაცია.

საგულისხმოა, რომ საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდებიდან მიღებული ნამეტი შემოსავლის 5%-ით დაბეგვრის ან სრულად გათავისუფლების შემთხვევებში, მნიშვნელობა არ აქვს გამოიყენებოდა თუ არა ეს ქონება ეკონომიკურ საქმიანობაში. ასეთი შეზღუდვა, გათვალისწინებულია მხოლოდ სხვა აქტივების (სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტი) მიწოდების შემთხვევაში.

აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, აქტივის მიწოდებისას მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის განსაზღვრის მიზნით, უნდა დადგინდეს მიწოდების ობიექტის ტიპი (წარმოადგენს იგი საცხოვრებელ ბინას/სახლს თუ სხვა აქტივს), რამდენ ხანს იყო იგი მიმწოდებლის საკუთრებაში და არსებობს თუ არა საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების კანონით დადგენილი საფუძველი.

უძრავი ქონების ტიპის განსაზღვრისას, მნიშვნელოვანია მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი ჩანაწერი, თუმცა საბოლოო შეფასებისთვის, გადამწყვეტია ქონების ფაქტიური ფუნქციური დანიშნულება. შესაბამისად, უძრავი ქონება მიიჩნევა საცხოვრებელ ბინად/სახლად, თუ იგი ერთობლივად აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს – შესაძლებელია მისი ინდივიდუალურად იდენტიფიცირება და რეგისტრირებულია უძრავი ქონების რეესტრში. უძრავი ქონება დამოუკიდებელ ერთეულად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი რეგისტრირებულია ერთ საკადასტრო კოდად და იმყოფება თანასაკუთრებაში, თუ საკუთრების ობიექტი თავისი დანიშნულებით წარმოადგენს ერთიან საცხოვრებელ ერთეულს;

ბ) განკუთვნილია საცხოვრებლად გამოყენებისთვის – უძრავი ქონება თავისი სტატუსითა და დანიშნულებით წარმოადგენს საცხოვრებელ ერთეულს. აღნიშნული კრიტერიუმი ვრცელდება როგორც დასრულებულ, ისე მშენებარე ობიექტებზე, თუ ობიექტი თავისი პროექტითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული დანიშნულებით წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას/სახლს. ქონების ფაქტიური ტექნიკური მდგომარეობა (მათ შორის, კარკასის მდგომარეობა, დაუმთავრებლობა, დროებითი გამოუსადეგრობა ან ავარიული მდგომარეობა) თავისთავად არ გამორიცხავს მის საცხოვრებელ ბინად/სახლად დაკვალიფიცირებას.

საცხოვრებელი ბინის/სახლის შემადგენელ ნაწილად, ასევე ჩაითვლება, მასთან ფუნქციურად დაკავშირებული დამხმარე ფართობი (მათ შორის, სხვენი, სარდაფი ან სხვა ), თუ იგი უზრუნველყოფს ან აუმჯობესებს ბინის/სახლის საცხოვრებლად გამოყენების პირობებს და არ გამოიყენება დამოუკიდებელი არასაცხოვრებელი ან ეკონომიკური დანიშნულებით;

გ) უზრუნველყოფილია ან შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს საბაზისო საინჟინრო კომუნიკაციებით – უძრავ ქონებას აქვს ან შეიძლება ჰქონდეს წვდომა აუცილებელ საინჟინრო კომუნიკაციებთან (ელექტროენერგია, წყალი, კანალიზაცია და სხვა). აღნიშნული კრიტერიუმი ფასდება ქონების ადგილმდებარეობისა და ტიპის გათვალისწინებით და არ მოითხოვს ყველა კომუნიკაციის ერთდროულად არსებობას;

დ) არ წარმოადგენს სხვა საქმიანობის ფუნქციურ ნაწილს – უძრავი ქონება არ არის ისეთი ობიექტის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც თავისი არსით არ აქვს საცხოვრებელი დანიშნულება.

საცხოვრებელი ბინის/სახლის დროებით სხვა დანიშნულებით გამოყენება (მათ შორის, გაქირავება შემოსავლის მიღების მიზნით) ან საცხოვრებელი ბინის/სახლის გამოყენება სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართად, თავისთავად არ ცვლის მის საცხოვრებელ ხასიათს, თუ ობიექტი თავისი ტექნიკური და ფუნქციური ნიშნებით წარმოადგენს საცხოვრებელ ერთეულს.

მიუხედავად ობიექტის ტიპისა, მეწარმე ფიზიკური პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში აქტივის მიწოდება, არ განიხილება საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაციად სსკ-ის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, თუ ასეთი მიწოდება ხორციელდება სისტემატური და ორგანიზებული საქმიანობის ფარგლებში. (მათ შორის, დეველოპერული საქმიანობა, უძრავი ქონებით ვაჭრობა, იპოთეკური მოთხოვნების

უზრუნველყოფის მიზნით აქტივების რეალიზაცია და სხვა ანალოგიური საქმიანობა). ამასთანავე, საცხოვრებელი ბინის/სახლის ფლობა, მისი გაქირავება ან შემდგომი გასხვისება, არ მიიჩნევა სამეწარმეო საქმიანობად, თუ ასეთი ოპერაციები არ ატარებს სისტემატურ და ორგანიზებულ ხასიათს.

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის და საგადასახადო შეღავათის სწორად განსაზღვრის მიზნით, განვიხილოთ აქტივის მიწოდების რამდენიმე შემთხვევა:

სასტუმროს ინფრასტრუქტურის ფარგლებში არსებული ფართობის მიწოდება. სასტუმროს ნომერი, როგორც წესი, წარმოადგენს სასტუმროს ინფრასტრუქტურის ნაწილს, გამოიყენება დროებითი განთავსებისთვის, ფუნქციონირებს მხოლოდ სასტუმროს სისტემის ფარგლებში, რის გამოც, იგი არ განიხილება საცხოვრებელ ბინად, მიიჩნევა სხვა აქტივად და თუ არ არსებობს საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მისი მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრება საერთო წესით.

წინარე ხელშეკრულებით მიღებული უფლების მიწოდება. წინარე ხელშეკრულებით მიღებული უფლების მიწოდებისას, მიწოდების საგანი არის უფლება და არა უძრავი ქონება. შესაბამისად, ოპერაცია არ განიხილება საცხოვრებელი ქონების მიწოდებად და თუ არ არსებობს საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მისი მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი დაიბეგრება საერთო წესით.

მშენებარე ბინის/სახლის მიწოდება. ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლში მოცემული მაგალითის მიხედვით, საცხოვრებელი ბინის (სახლის) მიწოდებად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი შემთხვევაც, როდესაც რეალიზაციის მომენტში ობიექტი წარმოადგენს მშენებარე ქონებას და არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, თუმცა შემძენს გადაეცემა ქონების დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის აუცილებელი უფლებები, რომლებიც უზრუნველყოფს მის ფაქტობრივ ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას.

შესაბამისად, მშენებარე ბინა/სახლი საცხოვრებელ ბინად/სახლად განიხილება, თუ იგი თავისი პროექტითა და დანიშნულებით წარმოადგენს საცხოვრებელ ერთეულს და შემძენს გადაეცემა მისი საცხოვრებლად გამოყენებისთვის საჭირო ყველა ძირითადი უფლება, მიუხედავად იმისა, დასრულებულია თუ არა ობიექტის მშენებლობა ან მიღებულია თუ არა იგი ექსპლუატაციაში.

საკუთარი ძალებით აშენებული საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება. საკუთარი ძალებით აშენებული საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდებისას, ფლობის ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც იგი დარეგისტრირდა როგორც უძრავი ქონება. მაგალითად, თუ პირმა თავად ააშენა საცხოვრებელი ბინა/სახლი და მალევე გაყიდა, ნამეტი შემოსავალი 5%-ით დაიბეგრება, ხოლო თუ 2 წელი გასულია საკუთრების წარმოშობიდან – საერთოდ გათავისუფლდება.

მიწის სანაცვლოდ მიღებული საცხოვრებელი ბინის/სახლის მიწოდება. თუ ფიზიკურმა პირმა მიწის სანაცვლოდ მიიღო უძრავი ქონება, რომელიც აკმაყოფილებს საცხოვრებელი ბინის/სახლის კრიტერიუმებს და შემდგომ განახორციელა მისი მიწოდება, შეძენის ფასად მიიჩნევა მიწის საბაზრო ღირებულება მისი გადაცემის მომენტში. ამასთანავე, მიწის სანაცვლოდ მიღებული ბინის/სახლის გაყიდვისას 2-წლიანი ვადა არ უნდა აითვალოს მიწის შეძენის დღიდან, რადგან ბინა/სახლი ახალი აქტივია და მისი ფლობის ვადა აითვლება იმ დღიდან, როცა მასზე საკუთრება წარმოიშვა.

მემკვიდრეობის შემთხვევაში კანონი საშუალებას აძლევს ახალ მესაკუთრეს დაამატოს წინა მესაკუთრის ფლობის პერიოდი. კერძოდ, აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადის ათვლის მიზნისთვის, გაითვალისწინება ფიზიკური პირის მიერ და იმ მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად, რომლის I რიგის მემკვიდრეც არის ეს ფიზიკური პირი. შესაბამისად, შესაძლებელია I რიგის მემკვიდრემ ქონება მიღებიდან მალევე გაყიდოს და მაინც ისარგებლოს შეღავათით, თუ მამკვიდრებელი და მემკვიდრე, ჯამურად მას ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდნენ.

აქტივის გაყოფა ან გაერთიანება. კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებრივად ერთ საგნად რეგისტრირებული აქტივის გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში ფლობის თარიღიდან.

თუ ორი ან მეტი აქტივი ერთიანდება და მათგან ერთი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო საკუთრებაში, ხოლო მეორე – ნაკლები, თითოეული აქტივი დამოუკიდებლად ფასდება.

მაგალითად, თუ პირის საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი, საიდანაც ერთი შეძენილია მიწოდებამდე 3 წლის წინ, ხოლო მეორე – 1 წლის წინ, და შემდგომ ისინი გაერთიანდა ერთ საკადასტრო ერთეულად და განხორციელდა მისი მიწოდება, თითოეული მიწის ნაკვეთის ფლობის ვადა განისაზღვრება დამოუკიდებლად. შესაბამისად, საგადასახადო შეღავათი ვრცელდება მხოლოდ იმ აქტივის ნაწილზე, რომლის ფლობაც 2 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა.

გაერთიანებული აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი ნაწილდება თითოეულ აქტივზე მათი გაერთიანებამდე არსებული საბაზრო ღირებულებების პროპორციულად. თითოეული აქტივის მიმართ დასაბეგრი ნამეტი შემოსავალი განისაზღვრება მასზე გადანაწილებული რეალიზაციის ფასისა და შესაბამისი აქტივის შეძენის ფასს შორის სხვაობით.

3. გადაწყვეტილება

1. უძრავი ქონება განიხილება საცხოვრებელ ბინად/სახლად, თუ ერთობლივად აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს;

ბ) შესაძლებელია მისი გამოყენება საცხოვრებლად;

გ) ტექნიკურად უზრუნველყოფილია ან შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს საბაზისო საინჟინრო კომუნიკაციებით;

დ) არ წარმოადგენს სხვა საქმიანობის ფუნქციურ ნაწილს.

2. მეწარმე ფიზიკური პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში (დეველოპერული საქმიანობა, იპოთეკური მოთხოვნების უზრუნველყოფა და სხვა) განხორციელებული მიწოდება, არ განიხილება საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაციად სსკ-ის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ.ა“ ქვეპუნქტის მიზნისთვის.

3. სასტუმროს ინფრასტრუქტურის ფარგლებში არსებული ფართობი/ნომერი საცხოვრებელ ბინად/სახლად არ განიხილება.

4. წინარე ხელშეკრულებით მიღებული უძრავი ქონების შეძენის უფლების გასხვისება, ქონებრივი უფლების მიწოდებად განიხილება.

5. მშენებარე ობიექტი, საცხოვრებელ ბინად/სახლად განიხილება, თუ იგი მიწოდების მომენტში თავისი პროექტითა და დანიშნულებით წარმოადგენს საცხოვრებელ ერთეულს და მყიდველს გადაეცემა მისი საცხოვრებლად გამოყენებისთვის საჭირო ყველა ძირითადი უფლება.

6. საკუთარი ძალებით აშენებული საცხოვრებელი სახლის ფლობის ვადა აითვლება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის დღიდან.

7. მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მიღებული უძრავი ქონება მიიჩნევა ახალ აქტივად, რომლის ფლობის ვადა იწყება შესაბამის აქტივზე საკუთრების წარმოშობის დღიდან. აქტივის შეძენის ფასად განიხილება მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება მისი გადაცემის მომენტში.

8. აქტივის გაყოფის შემთხვევაში ვადა აითვლება თავდაპირველი აქტივის შეძენის დღიდან, ხოლო აქტივების გაერთიანებისას თითოეული კომპონენტის ფლობის ვადა ფასდება დამოუკიდებლად.

9. აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი განისაზღვრება აქტივის მიწოდების ფასსა და მისი შეძენის ფასს შორის სხვაობით, რომლის განსაზღვრისას გაითვალისწინება ამ აქტივის შეძენასთან, შექმნასთან, დასრულებასთან ან გაუმჯობესებასთან უშუალოდ დაკავშირებული და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, რომლებიც ზრდის მის ღირებულებას.

მუხლი 2. საჯარო გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი ლაშა ხუციშვილი

ბმულზე: იხილეთ PDF ფაილისი სახით

ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ესპანეთში ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციის „CACHABA“-ს ფარგლებში 13 პირი დააკავეს. საპოლიციო ღონისძიება საქართველოს პოლიციის ატაშესთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა და მას წინ უძღოდა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ერთწლიანი ინტენსიური კოორდინაცია.

“ გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში ჩადენილ 27 ბინის ქურდობაში მონაწილეობდნენ. ირკვევა, რომ დაჯგუფება ორი სხვადასხვა შტოსგან შედგებოდა - ქართული წარმოშობის წევრებისგან, რომლებიც უშუალოდ ბინის ქურდობებს ახორციელებდნენ, და ესპანური შტოსგან, რომლებიც მოპარული ნივთების რეალიზაციას სხვადასხვა ქალაქში ახდენდნენ.

ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა, სპეცოპერაცია ერთდროულად მადრიდში, ვალენსიაში, გვადალახარასა და ალიკანტეში, ჯამში 9 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს.

გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 510-ე, 301-ე და 570-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ - აღნიშნულია შსს განცხადებაში

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
„ძვირფასო კოლეგებო, პატივცემულო მოსამართლეებო!“

გილოცავთ 15 მაისს მოსამართლის დღეს! ეს სიმბოლური თარიღი, რომელიც უკვე ტრადიციულად გვაერთიანებს პროფესიისადმი ურყევი ერთგულებითა და პატივისცემით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მოსამართლის მაღალ პროფესიულ დანიშნულებას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აკისრია სამართლებრივი სახელმწიფოს განმტკიცებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მეტად საპასუხისმგებლო საქმეში.

გისურვებთ წარმატებულ სამოსამართლო საქმიანობას, პროფესიულ წინსვლასა და სიმტკიცეს. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, კანონის უზენაესობის, მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების განუხრელი დაცვით მომავალშიც კვლავ წარმატებით გაგრძელდება ქართული მართლმსაჯულების შემდგომი განვითარება და გაძლიერება.

კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გაწეული შრომისა და პროფესიული შემართებისთვის.

ნინო ქადაგიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე “ ნათქვამია განცხადებაში.

ქონებაზე ყადაღა სასამართლოს გარეშე - შესაძლებელია თუ არა დაყადაღებული ბინის გაყიდვა?
აქვს თუ არა უწყებას სასამართლოს გარეშე ქონებაზე ყადაღის დადების უფლება?

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ქონებაზე ყადაღა მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივა არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ ორგანოს შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

კანონი განსაზღვრავს კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოებს აქვთ ყადაღის დადების უფლება, მათ შორის:

აღსრულების ბიურო

როდესაც არსებობს: სასამართლოს გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცელი ან ნოტარიუსის სააღსრულებო დოკუმენტი

ამ შემთხვევაში აღმასრულებელი უფლებამოსილია დაადოს ყადაღა ქონებას, ვალის უზრუნველყოფის მიზნით.

შემოსავლების სამსახური (საგადასახადო ყადაღა)

საგადასახადო დავალიანების არსებობისას, ყადაღა შეიძლება დაედოს ქონებას, გადაწყვეტილება მიიღება ადმინისტრაციული აქტით, მოქალაქეს აქვს მისი გასაჩივრების უფლება

მნიშვნელოვანია:
ყველა ასეთი ქმედება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს და სხვა სპეციალურ ნორმებს.

შესაძლებელია თუ არა დაყადაღებული ბინის გაყიდვა?

დიახ, დაყადაღებული ბინის გაყიდვა შესაძლებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მყიდველი მიიღებს “სუფთა” ქონებას.

ყადაღა არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული შეზღუდვა, რომელიც: არ უქმდება ავტომატურად, გადადის ახალ მესაკუთრეზე და ქმნის სამართლებრივ და ფინანსურ რისკებს

ანუ: მყიდველი ყიდულობს ბინას ყადაღასთან ერთად.

როგორ ხდება ყადაღის მოხსნა?

ყადაღის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოიხსნება მისი საფუძველი. ეს შეიძლება იყოს: ვალის სრულად დაფარვა, სასამართლო დავის დასრულება, აღსრულების პროცესის შეწყვეტა, ადმინისტრაციული აქტის გაუქმება

პრაქტიკაში მყიდველს შეიძლება მოუწიოს: კრედიტორთან მოლაპარაკება, სასამართლოში ჩართვა, დამატებითი ხარჯების გაწევა.

რატომ არის დაყადაღებული ქონების შეძენა სარისკო?

დაყადაღებული უძრავი ქონების შეძენა ითვლება მაღალი რისკის მქონე გარიგებად, რადგან: შეიძლება არსებობდეს დავა, შეიძლება იყოს დიდი ფინანსური ვალდებულება, პროცესი ხშირად დროში გაწელილია

სწორედ ამიტომ აუცილებელია: საჯარო რეესტრის დეტალური შემოწმება , იურიდიული ანალიზი , პროფესიონალ ადვოკატთან კონსულტაცია

ქონებაზე ყადაღა არის ძლიერი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ვალდებულებების უზრუნველყოფისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში იგი შეიძლება დაწესდეს სასამართლოს გარეშე, ასეთი ქმედება ყოველთვის მკაცრად რეგულირდება კანონით.

დაყადაღებული ბინის შეძენა კი საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რადგან მყიდველი იღებს არა მხოლოდ ქონებას, არამედ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებსაც.

ვეფხისტყაოსანი - შოთა რუსთაველი: პირველი ადვოკატი ისტორიაში?
შოთა რუსთაველი შეიძლება ჩაითვალოს თავისი დროის ერთ-ერთ პირველ „ადვოკატად“, რადგან ვეფხისტყაოსანში იგი იცავს სუსტთა უფლებებს, აკრიტიკებს ძალაუფლებას და ავითარებს „მართალი სამართლის“ იდეას, რომელიც თანამედროვე ადამიანის უფლებების საფუძველს წარმოადგენს.

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს იურიდიულ სფეროში და წარმოადგენს ერთ-ერთ გამოცდილ, ძლიერ და მაღალკვალიფიციურ იურისტს საქართველოში. იგი არის საადვოკატო ბიურო „Nakashidze & Partners“-ის დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი და დირექტორი, ხოლო 2023 წლიდან ხელმძღვანელობს ბიუროს იტალიის რესპუბლიკაში არსებულ ფილიალს.

სამართალი, როგორც ცნება, ხშირად გვგონია თანამედროვე სამყაროს პროდუქტი, თუმცა მისი ფესვები ბევრად უფრო ღრმაა. როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე, თავისუფლებაზე და სამართლიანობაზე, იშვიათად გვახსენდება, რომ ამ იდეებს საფუძველი შეიძლება ჰქონდეს იმ ეპოქაში, სადაც ეს ცნებები ფორმალურად არც კი არსებობდა.

სწორედ აქ ჩნდება კითხვა:

იყო თუ არა შოთა რუსთაველი თავისი დროის ადვოკატი?

ვეფხისტყაოსანი - ლიტერატურა თუ სამართლის ფილოსოფია

დღეს „ვეფხისტყაოსანი“ ხშირად აღიქმება როგორც პოეტური შედევრი, თუმცა მისი შინაარსი გაცილებით უფრო ღრმა და მრავალშრიანია.

როგორც ტექსტის ანალიზი გვიჩვენებს , მასში არაერთი პასაჟია, რომელიც პირდაპირ ეხება:

✔ სოციალური სამართლიანობის იდეას
✔ სუსტის დაცვას
✔ ძალაუფლების შეზღუდვას
✔ ადამიანის ღირსებას

მაგალითად, როდესაც პერსონაჟი მიმართავს მეფეს: „მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები“ ეს არ არის მხოლოდ ლიტერატურული ფრაზა - ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის სამართლებრივი კონცეფცია

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი სამართლის თვალსაზრისით?

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე:

შუა საუკუნეებში:

გლახაკებს პრაქტიკულად არ ჰქონდათ უფლებები

მონობა იყო ნორმა

მეფის ძალაუფლება თითქმის შეუზღუდავი

ამ ფონზე, მსგავსი იდეების გაჟღერება ნიშნავს:

✔ არსებული წესრიგის კრიტიკას
✔ ადამიანის ღირსების აღიარებას
✔ სოციალური სამართლიანობის მოთხოვნას

ეს არის სწორედ ის, რასაც თანამედროვე სამართალში ვუწოდებთ: ადამიანის უფლებების პრინციპებს

რუსთაველი და ადამიანის უფლებები - ეპოქის წინააღმდეგ ხმა

თუ შევადარებთ თანამედროვე სამართალს, მაგალითად:

გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაციას

ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას

ვნახავთ, რომ ბევრი იდეა, რომელიც დღეს კანონშია,
უკვე არსებობდა რუსთაველის აზროვნებაში

განსაკუთრებით:

მონობის მიუღებლობა

სუსტის დაცვა

სოციალური თანასწორობა

შეიძლება თუ არა რუსთაველი ვუწოდოთ ადვოკატი?

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე:

თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე განმარტებას:

ადვოკატი არის პირი, რომელიც:
✔ იცავს სხვის უფლებებს
✔ მოქმედებს დამოუკიდებლად
✔ უპირისპირდება ძალაუფლებას სამართლის ფარგლებში

მაშინ:

რუსთაველი აკეთებს ზუსტად ამას

✔ მიმართავს მეფეს
✔ აყენებს სოციალური სამართლიანობის საკითხს
✔ იცავს ყველაზე დაუცველ ფენას

განსხვავება მხოლოდ ფორმაშია ის ამას აკეთებს პოეზიით და არა სასამართლოში

„მართალი სამართალი“ - რუსთაველის ყველაზე დიდი იურიდიული იდეა

რუსთაველი არ საუბრობს უბრალოდ „სამართალზე“

ის საუბრობს: მართალ სამართალზე ეს განსხვავება ფუნდამენტურია

✔ სამართალი შეიძლება არსებობდეს
❌ მაგრამ არ იყოს სამართლიანი როგორც ისტორიამ გვაჩვენა:

ტოტალიტარული რეჟიმები

უსამართლო კანონები

ძალაუფლების ბოროტად გამოყენება

ეს ყველაფერი იყო „სამართალი“ მაგრამ არ იყო მართალი სამართალი

რატომ არის ეს იდეა დღესაც აქტუალური?

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე:

დღესაც, ადვოკატის მთავარი ფუნქცია არის:

✔ არა მხოლოდ კანონის დაცვა
✔ არამედ სამართლიანობის დაცვა

სწორედ ამიტომ: მართლმსაჯულება ნიშნავს მართალ მსაჯულებას და არა უბრალოდ წესების დაცვას

რუსთაველი და მსოფლიო სამართლის აზროვნება

რუსთაველი თავის ტექსტში ეყრდნობა სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლას

✔ პლატონი – სიმართლისა და ეთიკის საკითხებში
✔ აღმოსავლური ფილოსოფია – მეგობრობისა და ერთგულების თემაში

ეს აჩვენებს, რომ მისი აზროვნება იყო:
გლობალური და ინტელექტუალურად ფართო

ადვოკატის როლი მაშინ და დღეს

შუა საუკუნეებში: ადვოკატი, როგორც ინსტიტუტი არ არსებობდა მაგრამ არსებობდა:
✔ უსამართლობა
✔ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება
✔ დაუცველი ადამიანები

დღეს: ამ ყველაფრის წინააღმდეგ იბრძვის ადვოკატი მაშინ: ამას აკეთებდა პოეტი

შოთა რუსთაველი არ იყო ადვოკატი ფორმალურად მაგრამ:

თავისი იდეებით
თავისი აზროვნებით
თავისი პოზიციით

იგი იყო თავისი დროის ერთ-ერთი პირველი „ადვოკატი“

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე წარმოადგენს თანამედროვე ბიზნესისა და სამართლის სფეროს ექსპერტს, რომლის საქმიანობა ეფუძნება როგორც პრაქტიკულ გამოცდილებას, ასევე სამართლებრივ-ფილოსოფიურ ანალიზს. მისი მიდგომა აერთიანებს კლასიკურ სამართალსა და თანამედროვე გამოწვევებს, რაც ქმნის მაღალი დონის იურიდიულ ხედვას.

📍 კონტაქტი

📌 საქართველო | თბილისი

ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 47, ევროპული სკოლის შენობა (საბურთალო, მეტრო დელისთან)
📌 იტალია | რომი | ბარი

🌐 www.iuristi.com

ადვოკატი საქართველოში - სამართლებრივი საკითხები, პროფესიული პასუხები და იურიდიული ანალიზი
ადვოკატი ნათია ნაკაშიძე 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს იურიდიულ სფეროში და წარმოადგენს ერთ-ერთ გამოცდილ, ძლიერ და მაღალკვალიფიციურ იურისტს საქართველოში. იგი არის საადვოკატო ბიურო „Nakashidze & Partners“-ის დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი და დირექტორი, ხოლო 2023 წლიდან ხელმძღვანელობს ბიუროს იტალიის რესპუბლიკაში არსებულ ფილიალს.

ნათია ნაკაშიძე საქმიანობს სამართლის ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს როგორც ემიგრანტების ადვოკატი, ეხმარება საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და მათ ოჯახებს საქართველოში წარმოშობილი სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში.

მისი პრაქტიკა ეფუძნება დოქტრინალურ ანალიზს, სასამართლო პრაქტიკას და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც აყალიბებს მას, როგორც ექსპერტ იურისტსა და საერთაშორისო არბიტრს, რომელიც ორიენტირებულია რთული საქმეების ეფექტურად გადაწყვეტაზე და კლიენტის ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე.

თანამედროვე სამართლებრივ გარემოში ადვოკატი წარმოადგენს იმ ძირითად სუბიექტს, რომელიც უზრუნველყოფს სამართლის პრაქტიკულ ფუნქციონირებას და სამართლებრივი პროცესების ეფექტურ მართვას.

ადვოკატი არ არის მხოლოდ წარმომადგენელი იგი არის:
✔ სამართლებრივი ანალიტიკოსი
✔ სტრატეგიული მრჩეველი
✔ გადაწყვეტილების ფორმირების მონაწილე

🔹 კითხვა: ადვოკატი რატომ არის მნიშვნელოვანი თანამედროვე საზოგადოებაში?

🔸 ადვოკატი ნათია ნაკაშიძე:
ადვოკატი უზრუნველყოფს სამართლებრივი პროცესების სწორად წარმართვას და ეხმარება ადამიანს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც ამცირებს სამართლებრივ რისკებს და ზრდის ეფექტურ შედეგს.

სამართლებრივი ურთიერთობები ხშირად შეიცავს მრავალ კომპონენტს, რომელიც საჭიროებს პროფესიულ შეფასებას.

🔹 კითხვა: ადვოკატი როგორ აფასებს სამართლებრივ პროცესებს?

🔸 ადვოკატი ნათია ნაკაშიძე:
ადვოკატი თითოეულ საკითხს განიხილავს როგორც კომპლექსურ სისტემას, რომელიც მოიცავს ნორმატიული ბაზის ანალიზს, ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას და სამართლებრივი შედეგების პროგნოზირებას.

ეს მიდგომა უზრუნველყოფს პროცესის სწორ სტრუქტურირებას და ეფექტურ მართვას.

სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის ეფუძნება ბალანსს უფლებებსა და ვალდებულებებს შორის.

🔹 კითხვა: ადვოკატი როგორ უზრუნველყოფს სამართლიანობას?

🔸 ადვოკატი ნათია ნაკაშიძე:
ადვოკატი სამართალს განიხილავს როგორც სამართლიანობის მიღწევის ინსტრუმენტს, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროპორციულობის პრინციპსა და სამართლიანი ბალანსის დაცვას.

დღეს სამართლებრივი სივრცე მუდმივად იცვლება, რაც მოითხოვს ადვოკატისგან მოქნილობას და თანამედროვე ხედვას.

🔹 კითხვა: ადვოკატი როგორ ადაპტირდება თანამედროვე გამოწვევებთან?

🔸 ადვოკატი ნათია ნაკაშიძე:
ადვოკატი მოქმედებს დინამიკურ გარემოში, სადაც აუცილებელია ფართო ხედვა, საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და სამართლებრივი პროცესების თანამედროვე ანალიზი.

ნებისმიერი სამართლებრივი გადაწყვეტილება საჭიროებს გააზრებულ და სტრატეგიულ მიდგომას.

🔹 კითხვა: ადვოკატი რა როლს ასრულებს გადაწყვეტილების მიღებაში?

🔸 ადვოკატი ნათია ნაკაშიძე:
ადვოკატი უზრუნველყოფს გადაწყვეტილების სამართლებრივ სისწორეს, რაც მოიცავს რისკების შეფასებას, ალტერნატივების განსაზღვრას და ოპტიმალური გზის შერჩევას.

მაღალი ხარისხის იურიდიული მომსახურება ეფუძნება მკაფიო პროფესიულ პრინციპებს.

🔹 კითხვა: ადვოკატი რა პრინციპებზე უნდა მუშაობდეს?

🔸 ადვოკატი ნათია ნაკაშიძე:

ადვოკატის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს:

დოქტრინალურ ანალიზს

სასამართლო პრაქტიკის ცოდნას

პროფესიულ ეთიკას

ინდივიდუალურ მიდგომას

ადვოკატი წარმოადგენს სამართლებრივი სისტემის იმ ძირითად ინსტიტუტს, რომელიც უზრუნველყოფს სამართლის პრაქტიკულ რეალიზაციას და კლიენტის ინტერესების ეფექტურ დაცვას.

ადვოკატი არის პროფესიონალი, რომელიც აერთიანებს ცოდნას, ანალიზსა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე წარმოადგენს ძლიერ, გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ იურისტს, რომლის საქმიანობა ეფუძნება სამართლებრივი პროცესების ღრმა ანალიზსა და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას.

ადვოკატი საქართველოში რა ფუნქციას ასრულებს?

ადვოკატი უზრუნველყოფს სამართლებრივ კონსულტაციას, პროცესების მართვას და კლიენტის ინტერესების დაცვას.

როდის უნდა მივმართოთ ადვოკატს?

ადვოკატს უნდა მივმართოთ გადაწყვეტილების მიღებამდე, რათა თავიდან ავიცილოთ სამართლებრივი რისკები.

როგორ ავირჩიოთ ადვოკატი საქართველოში?

მნიშვნელოვანია გამოცდილება, პროფესიონალიზმი და სანდოობა.

თუ გჭირდებათ სამართლებრივი საკითხების პროფესიული შეფასება, იურიდიული კონსულტაცია, სხვადასხვა სამართლებრივი პროცესის მართვა ან თქვენი ინტერესების ეფექტური დაცვა, საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორები“ გთავაზობთ სრულ, სანდო და შედეგზე ორიენტირებულ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებასა და დოქტრინალურ ანალიზს.

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე წარმოადგენს გამოცდილ, ძლიერ და მაღალკვალიფიციურ იურისტს, რომელიც წარმატებით საქმიანობს როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე (იტალია - რომი, ბარი) და უზრუნველყოფს კლიენტების ინტერესების ეფექტურ დაცვას თანამედროვე სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად.

📍 საქართველო | თბილისი | იტალია | რომი | ბარი
🌐 www.iuristi.com

სამართლებრივი საფუძვლები
ადვოკატი ნათია ნაკაშიძე 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს იურიდიულ სფეროში და წარმოადგენს ერთ-ერთ გამოცდილ, ძლიერ და მაღალკვალიფიციურ იურისტს საქართველოში. იგი არის საადვოკატო ბიურო „Nakashidze & Partners“-ის დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი და დირექტორი, ხოლო 2023 წლიდან ხელმძღვანელობს ბიუროს იტალიის რესპუბლიკაში არსებულ ფილიალს. ნათია ნაკაშიძე საქმიანობს სამართლის ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს როგორც ემიგრანტების ადვოკატი, ეხმარება საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და მათ ოჯახებს საქართველოში წარმოშობილი სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში.

მისი პრაქტიკა ეფუძნება დოქტრინალურ ანალიზს, სასამართლო პრაქტიკას და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც აყალიბებს მას, როგორც ექსპერტ იურისტსა და საერთაშორისო არბიტრს, რომელიც ორიენტირებულია რთული საქმეების ეფექტურად გადაწყვეტაზე და კლიენტის ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე. საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორები“ კლიენტებს ემსახურება საქართველოში თბილისში, ასევე იტალიაში - რომსა და ბარში, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ პირებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, თუმცა ქონებრივი ან სამართლებრივი ინტერესები აქვთ საქართველოში.

სამართლებრივი საფუძვლები წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ ნორმატიულ და დოქტრინალურ სისტემას, რომლის გარეშე შეუძლებელია არც ერთი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. ნებისმიერი გარიგება, ქონებრივი ტრანზაქცია, სასამართლო დავა თუ ადმინისტრაციული გადაწყვეტილება ეფუძნება სწორედ სამართლებრივ საფუძვლებს, რომლებიც განსაზღვრავს მოქმედების კანონიერებას, შედეგის სტაბილურობასა და სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობას. შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა ან მისი არასწორი განსაზღვრა პრაქტიკაში იწვევს ყველაზე მძიმე შედეგებსგარიგების ბათილობას, ქონების დაკარგვას და ხანგრძლივ სასამართლო დავებს.

კანონის იერარქია საქართველოში:

1. საქართველოს კონსტიტუცია

2. საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ECHR)

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

4. სპეციალური კანონმდებლობა (მაგ. საჯარო რეესტრის შესახებ კანონი)

5. სასამართლო პრაქტიკა (უზენაესი სასამართლო)

საქართველოს სამართლებრივი სისტემა აგებულია მკაცრი იერარქიის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ თითოეულ ნორმატიულ აქტს გააჩნია თავისი ადგილი და იურიდიული ძალა. ამ იერარქიის სათავეში დგას საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც წარმოადგენს უმაღლესი ძალის მქონე სამართლებრივ აქტს. კონსტიტუციის 21-ე მუხლი ადგენს, რომ საკუთრება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ხოლო მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით, საჯარო ინტერესის არსებობისას და პროპორციულობის დაცვით. სწორედ ეს პრინციპი წარმოადგენს ნებისმიერი ქონებრივი ურთიერთობის შეფასების საწყის წერტილს.

კონსტიტუციური ჩარჩოს შემდეგ განსაკუთრებული ადგილი უკავია საერთაშორისო სამართალს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას (ECHR). მისი პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი უზრუნველყოფს ქონების მშვიდობიანი სარგებლობის უფლებას, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ამ ნორმას ავითარებს პროპორციულობისა და სამართლიანი ბალანსის პრინციპის მეშვეობით. ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს არა მხოლოდ კანონიერად დასაბუთებული, არამედ არ უნდა აკისრებდეს ინდივიდს გადაჭარბებულ და არაპროპორციულ ტვირთს, რაც პირდაპირ აისახება ეროვნულ სამართალზეც.

იერარქიის შემდეგ დონეზე განთავსებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომელიც წარმოადგენს კერძო სამართლის ბირთვს. სსკ-ის 50-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ გარიგება არის მხარეთა ნების გამოვლენა, რაც ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგი დამოკიდებულია რეალურ ნებაზე. ამავე დროს, სსკ-ის 54–56-ე მუხლები ადგენს იმ შემთხვევებს, როდესაც გარიგება კარგავს იურიდიულ ძალას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სსკ-ის 56-ე მუხლი, რომლის მიხედვით, თუ გარიგება სხვა გარიგების დასაფარად არის დადებული, გამოიყენება დაფარული ურთიერთობის წესები. ეს ნორმა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტს პრაქტიკაში, რადგან იგი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაადგინოს რეალური სამართლებრივი ურთიერთობა და არა ფორმალური სახელწოდება.

სწორედ ამ მიდგომას ავითარებს საქართველოს უზენაესი სასამართლო, რომლის პრაქტიკაში მკაფიოდ იკვეთება, რომ სამართლებრივი ურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რეალურ ეკონომიკურ შინაარსს. სასამართლო მიუთითებს, რომ აუცილებელია დადგინდეს მხარეთა რეალური მიზანი და არა მხოლოდ გარიგების ფორმალური სახე. შედეგად, პრაქტიკაში არაერთხელ დადგენილა, რომ ფორმალურად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება რეალურად წარმოადგენს სესხისა და უზრუნველყოფის ურთიერთობას, რაც სრულად ცვლის სამართლებრივ შედეგს.

ამავე დროს, საჯარო რეესტრის შესახებ კანონით რეგულირდება ქონებრივი უფლებების რეგისტრაცია და სამართლებრივი ნდობა. რეესტრის ჩანაწერი სარგებლობს ნდობის პრეზუმფციით, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირებს შეუძლიათ დაეყრდნონ მას, თუმცა ეს პრეზუმფცია არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია მისი გასაჩივრება, თუ იგი არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას.

თანამედროვე სამართალში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ფორმასა და შინაარსს შორის განსხვავება. ტრადიციული მიდგომა ეფუძნებოდა ფორმასხელშეკრულების სახელწოდებას, ფორმალურ რეგისტრაციას და ტექსტს. თუმცა თანამედროვე სამართლებრივი აზროვნება და სასამართლო პრაქტიკა გადავიდა შინაარსობრივ ანალიზზე, სადაც გადამწყვეტია რეალური ეკონომიკური მიზანი და სამართლებრივი ფუნქცია.

სწორედ ამიტომ, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლო, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ერთხმად ადგენს პრინციპს, რომ ფორმა არ არის გადამწყვეტიგადამწყვეტია შინაარსი. ეს ნიშნავს, რომ სამართლებრივი საფუძვლის შეფასება უნდა განხორციელდეს კომპლექსურად და მოიცავდეს რამდენიმე კრიტიკულ ელემენტს: ნორმატიულ შესაბამისობას, რეალურ ნებას, შინაარსობრივ სისწორეს და პროპორციულობას.

პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის ფორმის ბრმად ნდობა, რაც ხშირად იწვევს ქონების დაკარგვას, ფინანსურ ზარალს და მრავალწლიან სასამართლო დავებს. სწორედ ამიტომ, სამართლებრივი საფუძვლის სწორად განსაზღვრა წარმოადგენს პრაქტიკულად გადამწყვეტ ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს როგორც ქონებრივ უსაფრთხოებას, ისე დავის საბოლოო შედეგს.

საბოლოოდ, სამართლებრივი საფუძვლები უნდა განვიხილოთ როგორც მრავალშრიანი სისტემა, სადაც კონსტიტუცია ქმნის ფუნდამენტს, საერთაშორისო სამართალი ამყარებს სტანდარტს, სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს ურთიერთობებს, ხოლო სასამართლო პრაქტიკა ანიჭებს მათ რეალურ მნიშვნელობას.

თანამედროვე სამართალი ეფუძნება იმ პრინციპს, რომ სამართლებრივი საფუძველი არის ფორმის, ნებისა და რეალური შინაარსის ერთობლიობა, რომელიც საბოლოოდ ფასდება სასამართლოს მიერ პროპორციულობის სტანდარტით, და სწორედ ამ ერთობლიობის სწორი გააზრება განსაზღვრავს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანობას და წარმატებული შედეგის მიღწევას.

თუ გჭირდებათ სამართლებრივი საფუძვლების სიღრმისეული ანალიზი, ქონებრივი და ვალდებულებითი ურთიერთობების სამართლებრივი შეფასება, სასამართლო დავების ეფექტური მართვა ან თქვენი ინტერესების დაცვა ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში, საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორები“ გთავაზობთ კომპლექსურ, დოქტრინალურად გამყარებულ და შედეგზე ორიენტირებულ იურიდიულ მომსახურებას.

ნათია ნაკაშიძე არის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ადვოკატი, რომელიც წარმატებით საქმიანობს როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე იტალია - რომი, ბარი) და უზრუნველყოფს კლიენტების ინტერესების სტრატეგიულ, ეფექტურ და პროფესიულ დაცვას.

საქართველო | თბილისი | იტალია | რომი | ბარი

www.iuristi.com

საკადასტრო კოდი - რა არის, რატომ არის გადამწყვეტი და როგორ დავიცვათ ქონება სამართლებრივად ადვოკატი ნათია ნაკაშიძე - Nakashidze & Partners
უძრავი ქონების სამართალში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული, თუმცა ხშირად დაუფასებელი საკითხია საკადასტრო კოდი. სწორედ ამ ელემენტზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა თქვენი ქონება სამართლებრივად დაცული, სწორად რეგისტრირებული და დაცული ნებისმიერი დავისგან.

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორების“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან იურისტს საქართველოში, რომელიც სპეციალიზებულია:

✔სამშენებლო და არქიტექტურულ სამართალში

✔ უძრავი ქონების სამართალში

✔ საკადასტრო კოდის პრობლემებში და გადაფარვის (overlap) დავებში

✔ საჯარო რეესტრთან სამართლებრივ დავებში

✔ საკუთრებისა და მემკვიდრეობის დავებში

✔ საერთაშორისო კლიენტების სამართლებრივ მომსახურებაში (საქართველო - იტალია: რომი, ბარი)

მისი პრაქტიკა ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს: ქონების სამართლებრივი უსაფრთხოება იწყება სწორი იდენტიფიკაციით

პრაქტიკაში არაერთხელ დადასტურებულა, რომ: საკადასტრო კოდის ერთი შეხედვით მცირე შეცდომაც კი შეიძლება გახდეს

ქონების დაკარგვის, გარიგების ბათილობის ან მრავალწლიანი სასამართლო დავის მიზეზი.

რა არის საკადასტრო კოდი ?

საკადასტრო კოდი არის უძრავი ქონების უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც ენიჭება მას საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას და უზრუნველყოფს მის ერთმნიშვნელოვან იდენტიფიკაციას.

იგი არ არის უბრალოდ ნომერი იგი არის ქონების იურიდიული იდენტობა საკადასტრო კოდი უკავშირდება:

უძრავი ნივთის იდენტიფიკაციას

საკუთრების უფლებას

საჯარო რეესტრის ჩანაწერს

სამართლებრივ უსაფრთხოებას

პრინციპი: ერთი ქონება = ერთი უნიკალური საკადასტრო კოდი

რატომ არის საკადასტრო კოდი გადამწყვეტი?

უძრავი ქონების სამართალში საკადასტრო კოდის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია:

✔ ბინის ყიდვა ან გაყიდვა

✔ ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში

✔ იპოთეკის ან გირავნობის გაფორმება

✔ საკუთრების უფლების დაცვა სასამართლოში

ქონება სამართლებრივად იდენტიფიცირდება მხოლოდ საკადასტრო კოდით?

არა მისამართით

სამართლებრივი საფუძველი საქართველოს კანონმდებლობით: სამოქალაქო კოდექსის

მუხლი 183 საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე წარმოიშობა მისი რეგისტრაციით.

მუხლი 311 უძრავ ნივთზე უფლების გადაცემა ხდება რეგისტრაციის გზით

თუ საკადასტრო კოდი არასწორია რეგისტრაციაც არასწორია და შესაბამისად საკუთრების უფლება საფრთხეშია

საკადასტრო კოდის ყველაზე გავრცელებული პრობლემები

1. გადაფარვა (Overlap) ორი ან მეტი ნაკვეთის საზღვრები ერთმანეთს ემთხვევა

შედეგი:

რეგისტრაციის შეჩერება

დავა მეზობელთან

სასამართლო პროცესი

2. რეალობასთან შეუსაბამობა , ფართობი არ ემთხვევა, საზღვრები არასწორად არის განსაზღვრული და იწვევს: ქონებრივ კონფლიქტებს, ქონებრივ დავებს, მეზობელთან დავებს

3. არასწორი საკადასტრო კოდით გაფორმებული გარიგება ყველაზე მაღალი რისკის შემთხვევაა შედეგი: ხელშეკრულების ბათილობა, ქონების დაკარგვის საფრთხე

საქართველოს სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ: ქონების იდენტიფიკაცია არის დავის გადაწყვეტის მთავარი ელემენტი სასამართლო ამოწმებს: საკადასტრო კოდის სისწორეს, რეესტრის მონაცემებს, აზომვით ნახაზს, ფაქტობრივ მდგომარეობას

თუ ქონება არ არის სწორად იდენტიფიცირებული, საკუთრების დაცვა შეუძლებელია

ევროპულ სამართალში და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში მოქმედებს პრინციპი: იდენტიფიკაციის სიზუსტე = საკუთრების დაცვის გარანტია

ეს ნიშნავს:

✔ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს რეესტრის სანდოობა

✔ ქონების იდენტიფიკაცია უნდა იყოს ზუსტი და სანდო

ქონების შეძენამდე აუცილებლად გადაამოწმეთ:

✔ საკადასტრო კოდი

✔ საჯარო რეესტრის ამონაწერი

✔ აზომვითი ნახაზი

მიმართეთ ადვოკატს, თუ: მონაცემები არ ემთხვევა, არსებობს გადაფარვის ეჭვი, ქონება სადავოა.

შესაძლებელია ქონების ყიდვა საკადასტრო კოდის გარეშე?

პრაქტიკულად – არა

რა არის ყველაზე დიდი რისკი?

არასწორი იდენტიფიკაცია

შეიძლება საკადასტრო კოდის გასაჩივრება?

დიახ, სასამართლოში ან ადმინისტრაციულად

საკადასტრო კოდი არ არის მხოლოდ ტექნიკური დეტალი. იგი წარმოადგენს: საკუთრების სამართლებრივი იდენტობის საფუძველს გარიგების უსაფრთხოების მთავარ გარანტიას

✔ სწორი კოდი → დაცული ქონება

❗ არასწორი კოდი → დავა, ზარალი და სამართლებრივი პრობლემები

თუ გჭირდებათ საკადასტრო კოდის შემოწმება, უძრავი ქონების სამართლებრივი ანალიზი, საჯარო რეესტრთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა ან ქონების უსაფრთხო შეძენა, საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორები“ გთავაზობთ სრულ, სანდო და შედეგზე ორიენტირებულ იურიდიულ მომსახურებას.

ნათია ნაკაშიძე არის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ადვოკატი, რომელიც წარმატებით მუშაობს როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე (იტალია – რომი, ბარი) და უზრუნველყოფს კლიენტების ინტერესების ეფექტურ დაცვას.

📍საქართველო | თბილისი | იტალია| რომი | ბარი
🌐 www.iuristi.com

ბინის გირავნობა (იპოთეკა) საქართველოში - საჯარო რეესტრი, სარგებლობის უფლება, გამოსყიდვის ხელშეკრულება და სასამართლო პრაქტიკა - ადვოკატი ნათია ნაკაშიძე
ადვოკატი ნათია ნაკაშიძე 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს იურიდიულ სფეროში და წარმოადგენს ერთ-ერთ გამოცდილ, ძლიერ და მაღალკვალიფიციურ იურისტს საქართველოში. იგი არის საადვოკატო ბიურო „Nakashidze & Partners“-ის დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი და დირექტორი, ხოლო 2023 წლიდან ხელმძღვანელობს ბიუროს იტალიის რესპუბლიკაში არსებულ ფილიალს. ნათია ნაკაშიძე საქმიანობს სამართლის ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს როგორც ემიგრანტების ადვოკატი, ეხმარება საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს და მათ ოჯახებს საქართველოში წარმოშობილი სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში.

მისი პრაქტიკა ეფუძნება დოქტრინალურ ანალიზს, სასამართლო პრაქტიკას და საერთაშორისო სტანდარტებს, რაც აყალიბებს მას, როგორც ექსპერტ იურისტსა და საერთაშორისო არბიტრს, რომელიც ორიენტირებულია რთული საქმეების ეფექტურად გადაწყვეტაზე და კლიენტის ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე.

საადვოკატო ბიურო ნაკაშიძე და პარტნიორები კლიენტებს ემსახურება საქართველოში თბილისში, ასევე იტალიაში რომსა და ბარში, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ პირებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, თუმცა ქონებრივი ან სამართლებრივი ინტერესები აქვთ საქართველოში.

ბინის გირავნობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული სამართლებრივი ინსტიტუტია, თუმცა სწორედ ამ სფეროში ხდება პრაქტიკაში ყველაზე მძიმე შეცდომებიც. ადამიანების დიდი ნაწილი ბინის დაგირავებას აღიქვამს როგორც ჩვეულებრივ ფინანსურ ოპერაციას, მაშინ როდესაც სამართლებრივად საქმე გვაქვს არა მხოლოდ სესხთან, არამედ ნივთობრივ უფლებასთან, საჯარო რეესტრის ჩანაწერთან, პრიორიტეტის სისტემასთან, შესაძლო მესამე პირის უფლებებთან და, ზოგიერთ შემთხვევაში, ისეთი გარიგების შეფასებასთანაც, რომელიც ფორმალურად ნასყიდობაა, მაგრამ რეალურად სესხისა და უზრუნველყოფის ურთიერთობას ფარავს. ამიტომ ბინის გირავნობა არ არის მხოლოდ ფულის მიღების საშუალება ის არის მაღალი რისკის სამართლებრივი კონსტრუქცია, რომლის არასწორმა გაფორმებამ შეიძლება გამოიწვიოს ბინის დაკარგვა, აღსრულება, მრავალწლიანი დავა ან გარიგების ბათილობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იპოთეკას არეგულირებს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებას. კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება დაიტვირთოს ისე, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 289-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო 301-ე მუხლი ადგენს, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სწორედ ამ სამ ნორმაში ჩანს იპოთეკის არსი: ერთი მხრივ, მესაკუთრე ინარჩუნებს საკუთრებას, მაგრამ, მეორე მხრივ, კრედიტორი იძენს ძლიერ სანივთო ბერკეტს, რომელიც ვალის შეუსრულებლობისას რეალურ ეკონომიკურ შედეგს წარმოშობს.

დოქტრინალურად იპოთეკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება მისი ორმაგი ბუნებაა. იგი ერთდროულად უკავშირდება ვალდებულებით ურთიერთობასაც და ნივთობრივ სამართალსაც. სწორედ ამიტომ, პრაქტიკაში ხშირად გვხვდება მცდარი მოლოდინი, თითქოს სესხის ხელშეკრულების არსებობა ან არარსებობა ავტომატურად წყვეტს იპოთეკის ბედს. სინამდვილეში, იპოთეკის არსებობას განსაზღვრავს არა მხოლოდ ძირითადი მოთხოვნის შინაარსი, არამედ მისი რეგისტრაციული გამოხატულება და ის, თუ როგორია მხარეთა რეალური სამართლებრივი ნება. ამაშია იპოთეკური დავების სირთულეც: მოსამართლეს ხშირად უწევს არა მხოლოდ ხელშეკრულების სიტყვასიტყვით წაკითხვა, არამედ იმის დადგენა, თუ რეალურად რას ფარავდა კონკრეტული გარიგება ნამდვილ ნასყიდობას, იპოთეკურ უზრუნველყოფას, თუ სხვა, თვალთმაქცურ კონსტრუქციას. ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებულ როლს თამაშობს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 55-ე და 56-ე მუხლები, რომლებიც ეხება მართლსაწინააღმდეგო ან ამორალურ გარიგებას, გავლენის ბოროტად გამოყენებას და მოჩვენებით ან თვალთმაქცურ გარიგებებს.

საჯარო რეესტრი იპოთეკურ ურთიერთობებში არა ტექნიკური, არამედ არსებითი სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. იპოთეკის რეგისტრაცია ქმნის არა მხოლოდ არსებობის, არამედ პრიორიტეტის საკითხსაც. პრაქტიკაში ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი და იმავე ქონებაზე რამდენიმე დატვირთვის არსებობისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ რომელი უფლება პირველად დაარეგისტრირა. სწორედ ამიტომ, იპოთეკურ დავებში ძალიან ხშირად დავის საგანია არა მხოლოდ ხელშეკრულება, არამედ რეესტრის ჩანაწერის სისწორე, მისი შინაარსი, რეგისტრაციის საფუძველი და რეგისტრაციის მომენტი. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში მკაფიოდ იკვეთება მიდგომა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები სარგებლობს ნდობის პრეზუმფციით, თუმცა ეს პრეზუმფცია არ არის აბსოლუტური: თუ დადგინდება, რომ ჩანაწერი ემყარებოდა კანონდარღვევით ან არაკეთილსინდისიერად შედგენილ გარიგებას, შესაძლებელია თვითონ ჩანაწერისა და მის უკან მდგომი უფლების გასაჩივრება. ამიტომ ბინის გირავნობასთან დაკავშირებულ თითოეულ საქმეში პირველი ნაბიჯი უნდა იყოს არა მხოლოდ ხელშეკრულების, არამედ რეესტრის სრული და კრიტიკული შემოწმება.

განსაკუთრებით სერიოზული პრობლემები ჩნდება მაშინ, როდესაც ბინაზე არსებობს მესამე პირის სარგებლობის უფლება. სარგებლობის უფლება, მათ შორის უზუფრუქტის მსგავსი კონსტრუქციები, ქართულ სამართალში დამოუკიდებელ ნივთობრივ უფლებას წარმოადგენს. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ბინის მესაკუთრეობა და ბინით სარგებლობა შეიძლება სხვადასხვა სუბიექტს ეკუთვნოდეს. ასეთ ვითარებაში იპოთეკა ფორმალურად შეიძლება სრულიად კანონიერად არსებობდეს, მაგრამ მისი რეალიზაცია მნიშვნელოვნად გართულდეს. კრედიტორი შეიძლება აღმოჩნდეს მდგომარეობაში, როდესაც მას აქვს ძლიერი სანივთო უფლება ქონებაზე, თუმცა ქონების ეკონომიკური ღირებულება მკვეთრად კლებულობს, რადგან მესამე პირს აქვს მასზე სარგებლობის რეგისტრირებული უფლება. სწორედ ამიტომ, ბინის დაგირავებისას არა მხოლოდ მესაკუთრეობის, არამედ ყველანაირი რეგისტრირებული შეზღუდული სანივთო უფლების შემოწმება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იპოთეკა შესაძლოა დარჩეს ფორმალურად მოქმედ ინსტრუმენტად, მაგრამ პრაქტიკულად ვერ უზრუნველყოს კრედიტორის ეფექტიანი დაკმაყოფილება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს სამართალშიც, როდესაც უძრავი ქონება გამოიყენება როგორც საკრედიტო რესურსის მოზიდვის საშუალება და აქტივის ეკონომიკური ფუნქცია გადამწყვეტია.

ქართულ პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და ხშირად სადავო კონსტრუქციაა „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“. სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის მიხედვით, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. უზენაესი სასამართლოს საქმეში №ას-876-834-2013 პირდაპირ არის განმარტებული, რომ გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება განსხვავდება ჩვეულებრივი ნასყიდობისაგან და იგი იძლევა დადგენილ ვადაში ქონების გამოსყიდვის შესაძლებლობას; ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ასეთი ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრისას მხოლოდ ის ფაქტი, თუ რაში გამოიყენა გამყიდველმა მიღებული თანხა, გადამწყვეტი არ არის. ამავე დროს, უფრო ახალი პრაქტიკა, მათ შორის საქმეები №ას-1090-2021 და №ას-1333-2022, აჩვენებს, რომ სასამართლო ამგვარ დავებში ამოწმებს, ხომ არ იყო გარიგება სინამდვილეში სესხისა და იპოთეკის ურთიერთობა, რომელიც გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ფორმით დაიფარა. საქმის №ას-1333-2022 ტექსტში პირდაპირაა დასმული კითხვა, ხომ არ დაიფარა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით იპოთეკით უზრუნველყოფილი სასესხო გარიგება სსკ-ის 56.2 მუხლის მნიშვნელობით. სწორედ აქ ჩანს, რომ ქართული სასამართლო პრაქტიკა ფორმის მიღმა რეალურ ეკონომიკურ შინაარსს ეძებს.

ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პრაქტიკაში მოქალაქეები ხშირად ხელს აწერენ არა კლასიკურ იპოთეკას, არამედ ფორმალურად ნასყიდობას გამოსყიდვის უფლებით, იმ მოლოდინით, რომ საქმე „უბრალო სესხს“ ეხება. სწორედ ასეთ დროს არის ყველაზე მაღალი ბინის დაკარგვის რისკი. თუ ვადა გავიდა და გამოსყიდვა არ განხორციელდა, რეესტრში საკუთრება შეიძლება საბოლოოდ გადავიდეს მეორე მხარეზე. ამ კონტექსტში უზენაესი სასამართლოს მიდგომა ორმაგია: ერთი მხრივ, იგი აღიარებს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობა თავისთავად დამოუკიდებელი და კანონიერი ინსტიტუტია; მეორე მხრივ, როდესაც მხარე ამტკიცებს, რომ ნასყიდობის ფორმა სინამდვილეში სასესხო ურთიერთობის დასაფარად გამოიყენეს, სასამართლო ამოწმებს, ხომ არ გვაქვს საქმე თვალთმაქცურ გარიგებასთან. სწორედ აქ ერთვება სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 55-ე და 56-ე მუხლები. ამიტომ, პრაქტიკული თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ასეთია: გაფორმდა ნამდვილი ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით, თუ გარეგნული ფორმით დაიფარა სესხი და იპოთეკა. ამ კითხვაზე პასუხი ხშირად წყვეტს, დაკარგავს თუ არა პირი ბინას.

ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარის უფლება მოითხოვოს ქონების რეალიზაცია კანონით პირდაპირ არის დადგენილი. თუმცა სამართლებრივი პრობლემა მხოლოდ ამ უფლების არსებობა არ არის. პრაქტიკაში უმთავრესი კითხვებია: რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს აღსრულება, რამდენად რეალურ საბაზრო ფასად იყიდება ქონება, ეძლევა თუ არა მოვალეს ადეკვატური შესაძლებლობა დაიცვას თავი, და ხომ არ იწვევს აღსრულება საკუთრების უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქმეში Rousk v. Sweden სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო აუქციონზე საცხოვრებელი სახლის გაყიდვა და შემდგომი გამოსახლება გარემოებათა ერთობლიობაში არღვევდა როგორც საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლებას, ისე საცხოვრებლის პატივისცემის უფლებას. საქმეში Vaskrsić v. Slovenia ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის დარღვევა, როდესაც განმცხადებლის სახლი საჯარო აუქციონზე გაიყიდა. ამ პრაქტიკიდან გამოდის, რომ საკუთრების დაკარგვის სამართლებრივი მექანიზმი მხოლოდ ფორმალურად კანონიერად არსებობა არ კმარა აუცილებელია პროპორციულობისა და სამართლიანი ბალანსის დაცვაც.

ბიზნეს სამართლის ჭრილში იპოთეკა კიდევ უფრო რთულ ფუნქციას იძენს. ბიზნეს სუბიექტებისთვის უძრავი ქონება ხშირად არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ კომერციული აქტივი, ოპერაციული რესურსი ან საკრედიტო უზრუნველყოფის მთავარი საშუალებაა. ამიტომ ბინის ან სხვა უძრავი აქტივის იპოთეკით დატვირთვა ბიზნესისთვის შეიძლება იყოს განვითარების ბერკეტი, მაგრამ არასწორად შედგენილი უზრუნველყოფის სქემა შეიძლება გადაიქცეს ბიზნესის კოლაფსის მიზეზად. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებაში მკაფიოდ იყოს განსაზღვრული უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა, ვადები, მოვალისა და კრედიტორის უფლებები, რეალიზაციის წესი, დამატებითი სანქციები და მესამე პირების უფლებრივი მდგომარეობა. ბიზნეს პრაქტიკაში იპოთეკა აღარ არის მხოლოდ სამოქალაქო ურთიერთობა ორ ფიზიკურ პირს შორის იგი ხდება კორპორაციული რისკის, ფინანსური დისციპლინის და აქტივების დაცვის საკითხიც. სწორედ ამიტომ, ბიზნეს იპოთეკაზე მუშაობისას აუცილებელია არა მარტო სამოქალაქო კოდექსის ტექსტის, არამედ კომერციული მიზნისა და რისკების გათვალისწინება.

პრაქტიკული კუთხით, ბინის გირავნობასთან დაკავშირებულ საქმეებში ყველაზე ხშირი კითხვები ასეთია.

რა არის პირველი, რაც უნდა შევამოწმო?

პასუხი არის: საჯარო რეესტრის ამონაწერი, მესაკუთრეობა, რეგისტრირებული დატვირთვები და მესამე პირის უფლებები.

შეიძლება თუ არა იპოთეკის გაუქმება?

კი, თუ რეგისტრაცია ან ხელშეკრულება ეყრდნობა კანონდარღვევას, არაკეთილსინდისიერ გარიგებას ან თვალთმაქცურ სქემას.

არის თუ არა სარგებლობის უფლება სერიოზული პრობლემა?

დიახ, რადგან იგი ამცირებს ქონების ეკონომიკურ ღირებულებას და ართულებს რეალიზაციას.

არის თუ არა გამოსყიდვის ხელშეკრულება ყოველთვის სახიფათო?

არა ყოველთვის, რადგან სამოქალაქო კოდექსი მას დამოუკიდებელ ინსტიტუტად იცნობს, მაგრამ იგი განსაკუთრებით საშიში ხდება მაშინ, როდესაც მისი ფორმით სესხისა და იპოთეკის რეალური ურთიერთობა ინიღბება.

შეიძლება თუ არა ბინის დაკარგვის თავიდან აცილება?

ზოგიერთ შემთხვევაში დიახ, თუ დროულად ხდება ხელშეკრულების, რეგისტრაციისა და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი სარჩელით ან შუამდგომლობით მოქმედება.

საბოლოოდ, ბინის გირავნობა (იპოთეკა) საქართველოში უნდა შეფასდეს არა როგორც უბრალო ფინანსური გარიგება, არამედ როგორც მრავალშრიანი სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელიც აერთიანებს ნივთობრივ სამართალს, ვალდებულებით სამართალს, ბიზნეს სამართალს და ადამიანის უფლებათა სტანდარტებს. მისი სწორი გამოყენება ქმნის უსაფრთხოებას და ფინანსურ სტაბილურობას; მისი არასწორი გამოყენება კი ხშირად იწვევს ქონების დაკარგვას, ბიზნესის დასუსტებას და ხანგრძლივ სასამართლო დავებს. სწორედ ამიტომ, ბინის დაგირავებამდე, იპოთეკის რეგისტრაციამდე ან გამოსყიდვის უფლებით გარიგების დადებამდე აუცილებელია საკითხის სრულყოფილი იურიდიული ანალიზი. ასეთ საკითხებში პროფესიული სტრატეგია ხშირად წყვეტს ყველაზე მნიშვნელოვანს დარჩება თუ არა ქონება მესაკუთრეს, თუ იგი გადაიქცევა აღსრულების საგნად.

ბინის გირავნობა (იპოთეკა) საქართველოში არ არის მხოლოდ ფინანსური გარიგება. ეს არის კომპლექსური სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელიც უკავშირდება საჯარო რეესტრს, სანივთო უფლებებს, სარგებლობის უფლებას, გამოსყიდვის ხელშეკრულებებს, აღსრულების პროცესს და სასამართლო პრაქტიკას. სწორედ ამიტომ, ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტილებაც კი შეიძლება გადაიზარდოს ბინის დაკარგვის, ხანგრძლივი დავის ან სერიოზული ფინანსური ზარალის მიზეზად.

სწორი სამართლებრივი შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება გამოსყიდვის უფლებით გაფორმებულ გარიგებას, საჯარო რეესტრის ჩანაწერის სიზუსტეს, მესამე პირის სარგებლობის უფლებას ან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის საფრთხეს. ასეთ საქმეებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კანონის ცოდნას, არამედ სასამართლო პრაქტიკის სწორ გააზრებას და სტრატეგიულ მოქმედებას.

თუ ეძებთ ძლიერ, გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ ადვოკატს, რომელიც მუშაობს თბილისში, ასევე ემიგრანტების საქმეებზე იტალიაში - რომში და ბარში, და გჭირდებათ დახმარება ბინის გირავნობის, იპოთეკის, საჯარო რეესტრის, გამოსყიდვის ხელშეკრულების, ქონების დაცვის ან სასამართლოში გასაჩივრების მიმართულებით, მიმართეთ ადვოკატ ნათია ნაკაშიძეს და საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძედაპარტნიორების“ გუნდს საქართველოში და იტალიაში www.iuristi.com.

პონტოელი პილატე (ლათ. Pontius Pilatus) - ისტორიული ფაქტები
საინტერესო ფაქტები პილატე პონტოელის შესახებ.
პილატე პონტოელის პიროვნება ისტორიულადაა დამტკიცებული. ის ფაქტობრივად იყო, რომაული ძალაუფლების მეფისნაცვალი იუდეის ოკუპირებულ ზონაში.

"სახელი პონტოელი" სინამდვილეში გვარი იყო - ის დაიბადა რომაულ ოჯახში. სახელი "პილატე" ლათინურიდან "პილატუსი" ნიშნავს "ადამიანს შუბით ან შუბის მატარებელს".

წარმოუდგენელია, მაგრამ პონტოელი პილატე წმინდანად იქნა აღიარებული. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის გაგზავნილ იქნა გალიაში (დღევამდელ საფრანგეთში, სადაც ის სინანულისაგან, სირცხვილისაგან და ბრაზისაგან მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სხვა მონათხრობის თანახმად, ყოფილმა პრეფექტმა ქრისტიანობა მიიღო და მოწამეობრივი სიკვდილი მიიღო ნერონის დევნის დროს (დაახლოებით 64 წ). ამ ვერსიაზე დაყრდნობით, ეთიოპიის მონოფიზიტურმა ეკლესიამ პილატე პონტოელი წმინდანად შერაცხა. დავაზუსტოდ, რომ არც მართმადიდებლური, არც კათოლიკური ტრადიცია არ იზიარებს ასეთ შეხედულებას პილატეს შესახებ.

ტაბლა, რომელიც 1961 წელს იქნა ნაპოვნი კესარიაში, წარწერით:
-. . .]S TIBERIEUM
-[. . .PONTI]US PILATUS
-[. . .PRAEF]ECTUS IUDA[EA]E
წარწერის წაკითხვა ასე არის შესაძლებელი:"ტიბერია . . . [პონტ]ოელი პილატე, [პრეფ]ექტი იუდეის". 26-37 წლები ჩვ.წ-ით. წარწერა შენახულია იერუსალიმის მუზეუმში. ამ აღმოჩენამ გადაჭრა პრობლემა პილატეს თანამდებობასთან დაკავშირებით: ის არ იყო პროკურორი, ის იყო პრეფექტი. პრეფექტი, ძველი რომაულით ნიშნავს (ლათ. praefectus-ხელმძღვანელი, სარდალი)-სხვადასხვა მაგისტრატურა ძველ რომში. ის რაოდენობის მიხედვით იყო მე-5 პრეფექტი რეგიონში და ეს თანამდებობა გადაიბარა ვალერიუს გრატის შემდეგ (13-26 წლები).

მათე 27:19 მოიხსენიებს პილატეს პონტოელის ცოლს. სახარებაში არ არის მითითებული მისი სახელი, ხოლო გადმოცემებით მას მიაწერენ სახელს კლაუდია პროკულა (პროკლა). ამავე გადმოცემის თანახმად ის ქრისტიანი გახდა. ხოლო მართმადიდებლურ ეკლესიაში ის წმინდანადაა აღიარებული.

ერთ-ერთი ქრისტიანის მემატიანის თანახმად, 39 წელს კალიგულას მმართველობის დროს პილატემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პილატე არა მარტო იუდეას მართავდა, ასევე იდუმეას და სამარიას.

პილატე პონტოელის მოღვაწეობას უკავშირდება სპილენძის მონეტები, რომელიც დამზადებულ იქნა იუდეაში მისი მმართველობის დროს (26-36 წლებში ჩვ.2-ით).

დედაქალაქში, პილატეს ასევე საკუთარი სასახლე ჰქონდა - "პრეტორია"(მეფე ჰეროდეს ყოფილი სასახლე).

ისტორიკოსთა დახასიათებით, მათ შორის იუდეველი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის, აქცენტირებულია პილატე პონტოელის სიმკაცრე მმართველობაში (იყო უხეში და შეზღუდული ადამიანი). ათწლიანი მმართველობის ხანაში არეულ და მეამბოხე იუდეაში გვაჩვენებს პილატეს იმ კუთხით, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა დაეტოვებინა ოკუპირებული რეგიონი რომისთვის საჭირო ჩარჩოში.

პილატე პონტოელმა "აიღო წყალი და ხელები დაიბანა ხალხის წინაშე", ამგვარად მან გამოიყება, ძველი ებრაული ტრადიცია, რომელიც ახდენს უდანაშაულობის სიმბოლიზაციას სისხლის ღვრაში (აქიდან გამოთქმა "ხელების დაბანა"). (რჯული 21:6-9)

სახარებისეულ წარმოდგენაში პილატე-ჰუმანური და მომთმენი მსაჯულია, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა უდანაშაულო ადამიანის გადარჩენას მაშინ როდესაც იოსებ ფლავიუსი და ფილონი ერთხმად ამტკიცებენ, რომ პილატე იყო ცალსახად მკაცრი ადამიანი იმდროინდელი საზომითაც კი.

არაქრისტიანული ისტორიული დოკუმენტი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი-ტაციტუსის (15,44) ანალები, სადაც გაკვრით არის ნახსენები პილატეს სახელი: ". . .ამ მნიშვნელობის საწყისი, ქრისტე, იქნა სიკვდილს მისჯილი ტიბერიუსის მმართველობის დროს პილატე პონტოელის პროკურორობისას. . .". პილატეს სახელი კიდევ რამოდენიმე წერილობით დოკუმენტშია მოხსენიებული.

დრო და დაბადების ადგილი ასევე უცნობია.

30 წლის შემდეგ, საბჭოთა მეცნიერება იძულებული იყო უარი ეთქვა საკუთარი მოსაზრება პილატეს გამოგონილი პიროვნების შესახებ.

იესო ქრისტეს სასამართლოს დღეს, როდესაც პილატეს ცოლმა გაუგზავნა მას,-როგორც ასევე სახარებაში წერია, ხალხი რომელთა მეშვეობითაც ის არწმუნებდა ქრისტეს მიმართ სასიკვდილო განაჩენი, მის ბოლო წერილში ის პილატეს თხოვდა: "რითი გინდა გამოისყიდო საკუთარი ცოდვა ამ დედამიწაზე თუ აღმოჩნდება, რომ შენს მიერ განსჯილი ადამიანი ნამდვილად ღვთის ძეა, და არა ადმიანი-დამნაშავე?". პილატემ მას უპასუხა: "თუ ის ღვთის ძეა და აღდგება, მაშინ პირველი რასაც მე გავაკეთებ,-ავკრძალავ საკუთარი სახის გამოსახვას მონეტებზე, სანამ მე ცოცხალი ვარ" (უნდა აღინიშნოს, რომ რომში მონეტაზე გამოსახვა დიდ პატივად ითვლებოდა). კილატემ საკუთარი დანაპირები შეასრულა, როდესაც დადგენილ იქნა, რომ ქრისტე აღდგა. პილატემ ნამდვილად აკრძალა საკუთარი სახის მონეტებზე გამოსახვა. გარმილიის ეს შეტყობინება მტკიცდება უტყუარი მტკიცებულებით. რომის ნუმიზმატიკიდან ცნობილია, რომ იერუსალიმში იმ დროს დამზადებულ მონეტებზე ერთ მხარეს გამოსახულია კეისარი, მაგრამ მეორე მხარეს პილატეს გამოსახულების გარეშე.

რატომ ცდილობდა პილატე ასე გამალებით იესო ქრისტეს სიცოცხლის გადარჩენას?

ფილონ ალექსანდრიელის და იოსებ ფლავიუსის მონათხრობებში პილატე წარმოჩინებულია, როგორც რომის მკაცრი თანამდებობის პირი, რომელიც პირადადაა პასუხიმგებელი უამრავ სასჯელზე და სისხლისღვრაზე მის მიერ დაქვემდებარებულ ოლქში. ხოლო სახარებისეულ წარმოდგენაში პილატე-ჰუმანური და მომთმენი მსაჯულია, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა უდანაშაულო ადამიანის გადარჩენას მაშინ, როდესაც ფილონი და იოსებ ფლავიუსი ერთ ხმაში ამტკიცებენ, რომ ის იყო ცალსახად მკაცრი ადამიანი იმ დროინდელი საზომებითაც კი.

1 ვერსია.

დღევანდელ დღეს არსებობს რამოდენიმე ვერსია, რომელიც ხსნის პილატეს ასეთი ქცევის მიზეზს. მკვლევარები ფიქრობენ, რომ პილატეს სურდა იესო ქრისტეს სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ, იმიტომ რომ მოძულე იუდეველებს უსიამოვნო შეგრძნება ჰქონოდათ.

2 ვერსია.

სხვა მკვლევარები ფიქრობენ, რომ პილატეს უნდოდა იესო ქრისტეს გადარჩენა არა წუთიერი გავლენის გამო, არამედ სერიოზული სახელმწიფო მოსაზრებით: გალილეველი წინასწარმეტყველი ანადგურებს "სინედრიონის ავტორიტეტს, ფარისევლების და სადუკევლების. გამოდის, რომ რომს სწორედ ასეთი გამანადგურებელი ესაჭიროდა". სხვა სიტყვებით, იესო უსიტყვოდ ესაჭიროებოდა რომს და ნებისმიერი გზით იყო მისი დახსნა იუდეველთა მიერ განადგურებისაგან.

3 ვერსია.

რომის იუდეველი პროკურორები ძალიან ხშირად ქრთამს იღებდნენ რათა გაეთავისუფლებინათ დამნაშავეები, ყველაზე საშინელი ქურდები და დამნაშავეები. ამ ვერსიის მომხრეები ამბობენ, რომ პროკურორს უბრალოდ ქრთამი შესთავაზეს იესო ქრისტეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად (ევანგელისტები თვლიან, რომ იესო ქრისტეს საკმაოდ გავლენიანი მომხრეები-მაგალითად მისი საიდუმლო მეგობარი იოსებ არიმათიელი, იერუსალიმის სინედრიონის წევრი).

4 ვერსია.

არის ასევე საინტერესო ვერსია, რომლის მიხედვითაც პილატე პონტოელს სურდა შეენარჩუნებინა იესო ქრისტესთვის სიცოცხლე, იმიტომ რომ მას ჰქონდა სავარაუდო გათვლა კონფლიკტზე იესო ქრისტეს მომხრეებსა და ორთოდოქს ებრაელებს შორის ტაძარში ან მასთან ახლოს პასექის მოახლოების დროს. ასეთი შეტაკება მისცემდა რომაელებს საშუალებას ჩარეულიყვნენ კონფლიქტის მოგვარებაში და შექმნიდა ხელსაყრელ საშუალებას პილატეს მსახურებს გაეძარცვათ ტაძარი "შეუმჩნევლად".

მღვდელმთავარმა კაიაფამ, რომელმაც იცოდა პილატეს ამ გეგმების შესახებ გადაწყვიტა გაეწირა იესო ქრისტეს სიცოცხლე, რათა შეენარჩუნებინა ტაძრის ძვირფასეულობა. ამ ვერსიის მომხრეებს ახსენებენ პასექის დღესასწაულის წინ გაიმართა სინედრიონის სხდომა, რომელზეც "მოითათბირეს. . .მზაკვრულად შეეპყროთ იესო და მოეკლათ. . . მაგრამ ამბობდნენ: დღესასწაულზე არა, ხალხში შფოთი არ ატყდესო" (მათ.26:3-5). ამ საქციელის მამოტივირებელ მიზეზად კაიაფა ასახელებდა: "ვერ მოგიფიქრებიათ, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისათვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს" (იოან.11:50).

5 ვერსია.

პილატე, როგორც სხვა რომის მოქალაქეები პატივს სცემდნენ და ეთაყვანებოდნენ ღმერთებს. პილატემ შესაძლოა მართლაც დაიჯერა, რომ იესო ქრისტე მესია იყო (ღვთის ძე), ვინაიდან მასზე ბევრი ხმები დადიოდა (მკვდრეთით აღადგენდა, ავადმყოფებს კურნავდა, ბრმებს თვალებს უხელდა). ვინაიდან, ჩვენ ვიცით რომ იესო ქრისტე იმყოფებოდა მეფე ჰეროდესთან, რომელმაც იესო ქრისტეს შესახებ მხოლოდ ხმები ჰქონდა გაგებული და ერთი პერიოდიის მას მკვდრეთით აღმდგარ იოანე ნათლისმცემლად თვლიდა. ერთმნიშვნელოვნად, მას გაგონებული ჰქონდა სასწაულების შესახებ, რომლებსაც იესო ქრისტე ახდენდა. შესაძლოა არც პილატე ყოფილიყო გამონაკლისი.

პილატეს მეუღლე სთხოვდა, რომ არ შეხებოდა იესო ქრისტეს, იმიტომ რომ მან სიზმარში უამრავი ტანჯვა გადაიტანა. პილატე ცდოლობდა დაერწმუნებინა ებრაელები რათა გაეშვათ იესო. პილატეს მეუღლეს სიზმარი ღვთის ნების თანახმად. სხვა შემთხვევაში ის იესო ქრისტეს მართალს არ უწოდებდა. შეიძლება სწორედ ამან შეაშინა პილატე. პილატე ცდილობდა დაერწმუნებინა ებრაელები რათა გაეშვათ იესო, რადგანაც მან ეს ვერ შეძლო მან ხელები დაიბანა.